"სახელმწიფო გადატრიალებები ხდებოდა და ის ხალხი არ დაგვისჯია, რა სტანდარტი გაქვთ?"

"წინასწარ პატიმრობაზე მწვანე უნდა ავუნთოთ პროკურატურას ისეთი პირობების გათვალისწინებით, როცა არ ვიცით, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ, რა შინაგანი რწმენით?

შეგახსენებთ იმ მოვლენებს, რომლებსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებები ხდებოდა და ის ადამიანები ჩვენ არ დაგვისჯია, ეროვნული მთავრობა დაამხეს, ვარდების რევოლუცია მოხდა და ლამის გმირები გახდნენ ისინი, ვინც ვარდების რევოლუციაში მონაწილეობდა. მაინტერესებს, თქვენი მხრიდან რა სტანდარტია, რომლითაც მე უნდა ვიხელმძღვანელო?”

განაცხადა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი გონივრუნ გადაწყვეტილებას მიიღებს და სხდომათა დარბაზი დატოვა:

“არც ერთი ჩვენგანი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მაქვს მორალური უფლება, ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი და გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს, არ არის ეს სწორი და ამ გადაწყვეტილებას თუ მივიღებ, ჩემს სინდისთანაც მტყუანი ვიქნები და იმ ღირებულებებთანაც, რისი გულისთვისაც 2012 წელს ძალიან ბევრ თქვენგანთან ერთად ვიბრძოდი”


  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp