ვინ (არ) დაუჭირა მხარი მელიას დაპატიმრების მოთხოვნას

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა.

აღსანიშნავია, რომ სხდომას ესწრებოდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები – გიორგი ლომაია და ემზარ კვიციანი, რომლებიც კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე აცხადებდნენ, რომ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას არ ეთანხმებოდნენ. 

მომხრე: 

ირაკლი აბუსერიძე;

რევაზ არველაძე;

გია ბენაშვილი;

ლევან ბეჟანიძე;

ირაკლი ბერაია;

ირაკლი (დაჩი) ბერაია;

ანზორ ბოლქვაძე;

გიგა ბუკია;

ზაზა გაბუნია;

გიორგი გაჩეჩილაძე;

რუსლან გაჯიევი;

ელგუჯა გოცირიძე;

გოგა გულორდავა;

ოთარ დანელია;

მახირ დარზიევი;

ისკო დასენი;

გოჩა ენუქიძე;

მუხრან ვახტანგაძე;

გიორგი ვოლსკი;

ვანო ზარდიაშვილი;

აკაკი ზოიძე;

ცოტნე ზურაბიანი;

არჩილ თალაკვაძე;

ედიშერ თოლორაია;

გიორგი თოთლაძე;

რატი იონათამიშვილი;

გიორგი კახიანი;

პაატა კვიჟინიძე;

შალვა კიკნაველიძე;

სოფო კილაძე;

კობა კობალაძე;

ლევან კობიაშვილი;

გელა სამხარაული;

დიმიტრი სამხარაძე;

ირაკლი სესიაშვილი;

დავით სონღულაშვიი;

ერეკლე ტრიპოლსკი;

ნუკრი ქანთარია;

მერაბ ქვარაია;

მიხეილ ყაველაშვილი;

ირაკლი შიოლაშვილი;

გოდერძი ჩანქსელიანი;

ოთარ ჩრდილელი;

თამარ ჩუგოშვილი;

დიმიტრი ცქიტიშვილი;

ზვიად ძიძიგური;

ნინო წილოსანი;

ივლიანე წულაია;

გივი ჭიჭინაძე;

თეიმურაზ ჭკუასელი;

შოთა ხაბარელი;

არჩილ ხაბაძე;

ფატი ხალვაში;

გიორგი ხატიაძე;

ირაკლი ხახუბია;

თენგიზ ხუბულური;

თამარ ხულორდავა;

დიმიტრი ხუნდაძე;

ზაზა ხუციშვილი;

ვიქტორ ჯაფარიძე;

ირაკლი კოვზანაძე;

კარლო კოპალიანი;

გიორგი კოპაძე;

სვეტლანა კუდავა;

კახაბერ კუჭავა;

კობა ლურსმანაშვილი;

დავით მათიკაშვილი;

იოსებ მაკრახიძე;

სამველ მანუკიანი;

გენადი მარგველაშვილი;

გუგული მაღრაძე;

ენძელა მაჭავარიანი;

გურამ მაჭარიშვილი;

სულხან მახათაძე;

მამუკა მდინარაძე;

ირაკლი მეზურნიშვილი;

გოგი მეშველიანი;

სავალან მირზოევი;

გრიგოლ მიქელაძე;

ენძელ მკოიანი;

გიორგი მოსიძე;

რომან მუჩიაშვილი;

დიმიტრი მხეიძე;

თამაზ ნავერიანი;

კობა ნაკაიძე;

ილია ნაკაშიძე;

სიმონ ნოზაძე;

ანრი ოხანაშვილი;

ზაზა პაპუაშვილი;

რუსლან პოღოსიანი;

გია ჟორჟოლიანი.

თავი შეიკავეს:

ბექა ოდიშარია;

მირიან წიკლაური;

რომან კაკულია.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, მარიამ ჯაშს საერთოდ არ გაუვლია ხმის მისაცემად რეგისტრაცია, თუმცა სხდომას ესწრებოდა. მან თქვა, რომ თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან.

ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"