საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე გამოფენები გაიმართება

13-15 მაისს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენები გაიმართება. ღონისძიებებს ორგანიზებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაიწევს და ამაში 73 000 ლარი დაიხარჯება. ეს თანხა საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყო.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოებსა და დიასპორულ ორგანოზაციებში ფილმების "ანდრია პირველწოდებული", "ექვთიმე ღვთისკაცი", "სიმონიკა დადიანის დაბრუნება", ანიმაციური ფილმის "ივერიის ღვთისმშობლის ხატი" ჩვენებებს გამართავს. ამას საგარეო უწყება "საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში" გააკეთებს.

ცნობისთვის: 8 მაისს  საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოჰყო. გარდა ამისა, დამატებითი დაფინანსება 199 340 ლარს შეადგენს. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp