ზოიძე – მელიას: „ნუ გვაცოდებთ თავს, თქვენ დაგვხრიტავდით, პასუხი უნდა აგოთ“

“პირადად ჩემთვის, როგორც კოლეგის, ნიკა მელიას პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას, როდესაც მან ხელის ერთი დაქნევით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ის ახალგაზრდები, რომლებიც გულანთებული პროტესტით ალალად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ. ძალიან კარგად იცოდა რა შედეგებიც შეიძლება მოჰყოლოდა ამას. მისი განათლების ადამიანს, უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან, ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას, მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც იქიდან ბრძანებებს იძლეოდა და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს არას დაგიდევდა არც გვამებს, არც დასახიჩრებას ახალგაზრდების, არც გამოთხრილ თვალებს ახალგაზრდების, ეს იყო ის მიზეზი, რატომაც ეს მოხდა. [...]მე ფართოდგახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას. მაგრამ მზერას ვერ გავუსწორებ, ხუთი დღის წინ ვერ გავუსწორე მზერა, ვერც მომავალში გავუსწორებ მზერას მაიკო გომურს , მიუხედავად იმისა, რომ ცალი თვალი აქვს მხოლოდ. იმიტომ რომ პირადად ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ რომ აქ გავრილოვი იჯდა, თქვე მართლა პოლიტიკურად შავ ჭირს ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან კვალი.  ნუ გვაცოდებთ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხრიტავდით, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მთელი 9 წელი აწამებდით ქვეყანას, პასუხი უნდა აგოთ”.


“ქართული ოცნების” დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დეპუტატ ნიკა მელიას მიმართა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს