დღე მეშვიდე: პარლამენტთან აქცია "სირცხვილია!" განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია!" განახლდა. დემონსტრანტები პარლამენტთან დღეს მეშვიდედ იკრიბებიან.


"ყოველდღე ვხედავთ, რომ ჩვენს ერთიანობას ისტორიული შედეგები მოაქვს. სამიდან ერთი მოთხოვნა, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დაკმაყოფილებულია. მეორე მოთხოვნა თითქმის დაკმაყოფილებულია.


დადასტურებული ფაქტია, რომ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს აქვთ ფიზიკური დაზიანებები, თუმცა, მათ სამედიცინო შემოწმება გასამართლებამდე და არც შემდეგ არ გაუვლიათ.


პარლამენტის წინ 6 ადამიანი შიმშილობს გახარიას გადადგომის მოთხოვნით!" - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.


აქციის მონაწილეები 7 დღეა პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. მათ პროტესტის დაწყების დღიდან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებენ გავრილოვის ღამეზე, ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp