რუსთაველზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა "ტროლებს" უპასუხეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. "ტროლებს" გამოეხმაურენ, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და წევრების დისკრედიტაციას სოციალური ქსელების გამოყენებით ცდილობენ. 


"გადამიღე, კოკა ყანდიაშვილო, გადამიღე. თუ ტროლია, კარგი ხარისხის იყოს.  

მილიონ საზიზღრობას გვაბრალებენ. ტროლების ქარხანა დიდხანს ვერ იმუშავებს. ეს არ არის ქარხანა, რომელიც კარგ ადამიანებს ამუშავებს. ეს არის ბინძური ადამიანების საწარმო, რომელიც რუსეთიდან ჩამოტანა ბატონმა, შუშის სასახლეში რომ ზის. არ გაგივა, ბიძინა, არა",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა. 

რუსთაველზე აქცია დღეს ისევ განახლდა. ამ დროისთვის გამზირი გადაკეტილია, მოთხოვნები კი უცვლელი: გადადგეს შს მინისტრი, გათავსიუფლდნენ "გავრილოვის ღამეს" დაკავებულები და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp