29 ივნისს "თავისუფლების მარში" გაიმართება

29 ივნისს "თავისუფლების მარში" გაიმართება,– ამის შესახებ რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

შალვა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნის მიმართულებით "თავისუფლების მარშს" გამართავენ. 

"გამოდით უნივერსიტეტებიდან, სახლებიდან, საჯარო სამსახურებიდან, პოლიციელებსაც მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ერთად მოვაწყოთ "თავისუფლების მარში",– მიმართა მოქალაქეებს შალვა დიღმელაშვილმა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია, თუმცა მესამე მოთხოვნა – არა და აქციები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის: დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას, დაკავებულების აქციის დაშლისას გათავისუფლებას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვდნენ. როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნების ნულოვანი პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, აქციის დაშლისას დაკავებული ყველა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ხოლო შს მინისტრი გიორგი გახარია საკუთარ თანამდებობას ისევ იტოვებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp