კალატოზიშვილი – ხელისუფლებას: "მართლა თავს იტყუებთ?"

"ყველა პარტიას, პოლიტიკოსს და თქვენს თანამოაზრეებს მინდა, გითხრათ, ნუ გადაგვაყოლეთ თქვენს უკვე სრულიად ფანატიზმში გადასულს, არაადეკვატურ, არაჯანსაღ ქოც–ნაცურ, რაღაც ჯინაზე პოლიტიკას. ბევრად მარტივადაა საქმე და ალბათ, თქვენთვის ბევრად რთულად: თავმოყვარეობას პარტიულობა არ სჭირდება. როდესაც პარლამენტში გვისვამთ იმ საშინელ ადამიანს და მერე ვისაც გიკვირთ, რომ გამოვდივართ, ალბათ თავმოყვარეობაც არ გაქვთ. ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება. რა ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობთ, რა შერჩევითი სამართალია. თუ მიუღებელი და კრიმინალური იყო 26 მაისი, 7 ნოემბერი, 20 ივნისზე თვალის დახუჭვა კიდევ უფრო დიდი კრიმინალია. კარგად გაიხსენეთ, ციხის კადრების შემდეგ სწორედ ახალგაზრდების პროტესტმა მოგიყვანათ მთავრობაში, ახალგაზრდები იყვნენ, ვინც პირველად ამოიღეს ხმა, გაბედეს და იყვნენ ყველაზე პრინციპულები, ეს გახსოვდეთ და ნუ გვეჭიდავებით! და კიდევ ერთი, რამდენიმე დღეა, ვუსმენ, "შტურმით აღება", "შტურმით აღება", თქვენ მართლა თავს იტყუებთ, რომ რაღაც 200 კაცის გარდა ათასობით ადამიანი გადატრიალებისთვის მოვედით შვილებთან ერთად? მე პირველ დღეს აქ შვილთან ერთად მოვედი, რადგან ვერც კი დავუშვებდი იმას, რომ თქვენ ამ საშინელებას იკადრებდით, საზოგადოება გავიზარდეთ, კიდევ ოპტიმისტურად გენდობოდით, თქვენი პროგრესი კი ნოლია...აწი რაც არ უნდა ილაარაკოთ, რაც არ უნდა დაგვაბრალოთ, ისტორიაში თქვენ შეხვედით ამ სახელით – ადამიანები, რომლებმაც დააბრმავეს ბავშვები. სანამ რამეს იტყვით, აზრზე მოდით, რადგან ეს ახალგაზრდები პრინციპულები არიან და თავსი მიზანს მაინც მიაღწევენ"

განაცხადა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. დემონსტრანტები რუსთაველზე 19:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp