პროკურატურამ სასამართლოს მელიას საკითხზე მიმართა

პროკურატურამ ენმ–ის წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სხდომის დანიშნვის შუამდგომლობით დღეს მიმართა. ცნობილია, რომ სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი არასაპატიმრო ღონისძიების.    

“ახლა მივმართეთ სასამართლოს ნიკა მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე”, – განაცხადეს პროკურატურაში.

სასამართლო საკითხზე დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს.  

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp