"სამწუხაროდ, ლეღვის ნახარშის გამოყენების შემთხვევა წელსაც დაფიქსირდა"

დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, სამწუხაროდ, წელსაც დაფიქსირდა ლეღვის ნახარშის გამოყენების შემთხვევა. დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგო ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობის გამო მკურნალობს. მას სხეულის 20-25 პროცენტი აქვს დამწვარი. დაზიანებულია ძირითადად ქვედა კიდურები. 

ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა კლინიკაში გამთენიისას მდგომარეობის გაუარესების გამო შეიყვანეს, დამწვრობა სერიოზულია დარეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.

დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობით 7 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 5 წლის ბავშვი. პაციენტების ნაწილს დამწვრობის გარდა გადახურება აღენიშნებათ.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ლეღვის ნახარში. ასევე ურჩევენ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა