საფაროვის საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახის პროტესტი მოჰყვა

მოკლული უფლებადამცველის ვიტალი საფაროვის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თუმცა სასამართლომ ბრალდებულებს ეროვნულ ნიადაგზე სიძულვილის მოტივით ჩადენილი მკვლელობის ნაწილი მოუხსნა და ისინი მხოლოდ განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. გადაწყვეტილებას საფაროვის ოჯახისა და ადვოკატის უკმაყოფილება მოჰყვა. 

როგორც მოკლულის დედა, მარინა ალანაკიანი აცხადებს, მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია.

„მაშინ ამიხსნან რისთვის, რატომ მომიკლეს შვილი?",- განაცხადა ალანაკიანმა.

საფაროვის ოჯახის უფლებადამცველი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ ვერ გაბედა ეღიარებინა, რომ მკვლელობა ეროვნული სიძულვილის ნიადაგზე მოხდა.

„მოსამართლემ ეროვნული სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა მოხსნა. ვიტალი საფაროვი მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ ებრაელი იყო. სასამართლომ მხოლოდ ჯგუფური მკვლელობა დატოვა. ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და მიუღებელია. მოსამართლემ ვერ გაბედა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება დაეყენებინა", - განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის: ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს დიუმას ქუაცაზე მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი, ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე დააკავეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp