მელია – დეპუტატებზე, რომლებმაც მის წინააღმდეგ ხმა არ მისცეს: "არ ინანებენ"

"ჩემთვის 91–მა დეპუტატმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ყველამ, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაეკეთებინა ის, რაც მიაჩნდა სწორად, დარწმუნებული ვარ, არ ინანებს, რადგან საკუთარ სინდისთან არის მართალი. მერწმუნეთ, ბევრს ჰქონდა სურვილი, მწვანე ღილაკისთვის ხელი არ დაეჭირა, მაგრამ ვერ შეძლეს".

განაცხადა ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით. 

იმუნიტეტი მელიას გუშინ მოუხსნეს, დღეს სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp