ხარშილაძე – ივანიშვილზე: მარტივ ფინიშზე გავიდა

"ბიძოს გავრილიადა მარტივ ფინიშზე გავიდა. მელიას წინაამღდეგ სამარცხვინო ქმედებების ფონზე, კიდევ სხვა ოპოზიციური ლიდერების პოლიტპატიმრებათ ქცევის პერსპექტივით, მას იმედი აქვს რომ ოპოზიცია მის პარტიასთან სალაპარაკოდ არ დაჯდება. 

შემდეგ არანაირი პროპორციული სისტემაზე გადასვლა არ იქნება, თან ამას ოპოზიციას დააბრალებს. 

ამათ ბიძინა საქართველოში პოლიტიკურ პროცესს დახურვას გეგმავს.

ვითომ ძალიან ჭკვიანურად ჩანს, მაგრამ მისი ლიმიტი როგორც გარეთ ასე შიგნით ამოიწურა, მან წააგო. 

ყოველი შემდგომი ნაბიჯი ართულებს მის და მისი კომკავშირლების ბედს მომავალში. ნუ მოიმკით ხალხის რისხვას".

სერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე. მას "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ უპასუხა: "შეიძლება, ეგ უნდა კიდეც, მაგრამ არ გამოუვა. მოუწევს პროპორციულზე გადასვლა. მერე კი არჩევნებს წააგებს და ვისაც ხალხი აირჩევს, ისინი შექმნიან კოალიციურ მთავრობას. არ მივცემთ მაგ გამოსაძრომს". 

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.  მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა კოლეგების გადაწყვეტილება არ გაიზიარა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს