კიევის სასამართლომ ზელენსკი დააჯარიმა

კიევის ობოლონის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის  850 გრივნით დააჯარიმა.  

ამის მიზეზი ზელენსკის მიერ მეორე ტურის ფარგლებში გამართული კენჭისყრისას ჟურნალისტებისთვის შევსებული ბიულეტენის ჩვენება გახდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და ადმინისტრაციული წესით ისჯება.

თავად ზელენსკი სასამართლოში არ გამოცხადებულა, თუმცა როგორც მის გუნდში აღნიშნეს, როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად გადაეცემათ, ჯარიმას გადაიხდიან.

ცნობისთვის: უკრაინის უმაღლესი რადა ზელენსკის ინაუგურაციის თარიღის საკითხს 14 მაისს  განხილავს. თავად ზელენსკის სურს, რომ ის 19 მაისს ჩატარდეს, თუმცა არსებობს სხვა წინადადებებიც 1 ივნისის ჩათვლით. 

 როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, ინაუგურაციის თარიღი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც 21 მაისის შემდეგ პრეზიდენტი უმაღლესი რადის დათხოვნის თეორიულ შესაძლებლობას დაკარგავს.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"