ანდრეი მარკოვი: „რუსეთი კვლავ თავს ირცხვენს! ქართველებო, ყოჩაღ, თქვენ სწორ გზას ადგახართ!“

თავისუფალი რუსეთის წარმომადგენელი, იუთუბ-არხ „ღირსების კულტურის“ მთავარი რედაქტორი ანდრეი მარკოვი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას გმობს და ქართველების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს. 

„როდესაც რუსი ინტერნეტ–კომენტარორები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები საქართველოში „ანტირუსულ მღელვარებაზე“ საუბრობენ, ეს სრული სიცრუეა. საქართველოში არა ანტირუსული, არამედ ანტისაბჭოთა, იგივე ანტიპუტინისტური, ანტიტოტალური, ანტიდიქტატორული მღელვარებაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი წევრი შედის და სიტყვით გამოსვლას იწყებს, საქართველოს არც ერთი პატრიოტი, არც ერთი ღირსეული მოქალაქე არ/ვერ დაუშვებს ამას და ვერც მათ აპატიებს, ვინც ეს დაუშვა, რადგან ეს არის შეფურთხება მთელი საქართველოსთვის! 

კომუნისტებს სიტყვა მსოფლიოს არც ერთ პარლამენტში არ უნდა ეძლეოდეთ და ის, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კომუნისტების მთელი ფრაქცია ზის, რუსეთის ტრაგედიაა. ხოლო ის, რომ ქართველები ასე აჯანყდნენ, თქვეს, „მოაშორეთ კომუნისტები საქართველოს პარლამენტიდან, გააჰაერეთ აქურობა, აღარასოდეს შემოუშვათ აქ არა მარტო კომუნისტები, არამედ ისინიც, ვინც პარლამენტში ეს არამზადები შემოუშვა, და არა მარტო აღარ დავუშვათ ეს ქართველი დეპუატატები პარლამენტში, არამედ დასაჯეთ კიდევაც ისინი, რადგან მათ პასუხი უნდა აგონო...“, ეს მხოლოდ მისაბაძი უნდა იყოს რუსეთის დღევანდელი საზოგადოების თავისუფალი ნაწილისთვის! ასევე უნდა მოგვეთხოვა პასუხი იმ არამზადებისთვის, რომლებმაც თავის დროზე რუსეთის პარლამენტში უგო ჩავესის გამოსვლა დაუშვეს! სამწუხაროდ, მოსკოვის ქუჩებში მაშინ არავინ გამოსულა, ორი-სამი ინტელიგენტის გარდა... 

მე მხოლოდ მახარებს, რომ საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ნამდვილად არის ცივილიზებული, თანამდეროვე, ევროპული. ამას ნორმალური რუსი შეიძლება, მხოლოდ მიესალმოს და უთხრას ქართველებს, „ყოჩაღ, თქვენ სწორ გზას ადგახართ!“. რუსეთში კი, სანამ პარლამენტში კომუნისტები გვისხედან, წითელ მოედანზე ლენინი ასვენია, ქვეყანა გადატენილია ლენინისა დაა სტალინის ძეგლებით, არანაირი პროგრესი არ გვექნება. 

მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სრული დეკომუნიზაცია უნდა განხორციელდეს, მადლობა ღმერთს, ეს უკრაინაში და საქართველოში მოხდა და მათ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ. ძალზე სამწუხაროა, რომ თავის დროზე ელცინმა ლუსტრაცია არ ჩაატარა, არ გაუსამართლებიათ კომუნიზმი.

რატომ არის საქართველოში და უკრაინაში ესოდენ უარყოფითი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ? - იმიტომ, რომ ისინი, ისევე, როგორც, ყველა სხვა რესპუბლიკა, დიდი საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ძალითა და სისხლით შეათრიეს. ეს იყო დიდი იმპერია და ეროვნული რესპუბლიკები ამ იმპერიის კოლონიებს წარმოადგენდნენ. დიახ, შესაძლოა, მათ ოდნავ უკეთ უზრუნველყოფდნენ, ვიდრე რუსეთის ცენტრალურ ნაწილს, მაგრამ მხოლოდ ოდნავ და ისიც – მხოლოდ იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტი არ აწეულიყო.  დარწმუნებული ვარ, ეს ეროვნული რესპუბლიკები რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ ყოფილიყვნენ, საბჭოთა ხელისუფლებას რომ მათზე არ დაედგა ის სოციალისტური ექსპერიმენტები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ისინი დიდი ხნის წინ ბევრად უკეთესად იცხოვრებდნენ, ვიდრე დღეს! 

კომუნისტ ზიუგანოვს რომ დღეს ჩინეთი მოჰყავს სოციალიზმის დადებით მაგალითად, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩინეთივით  ვიცხოვროთ: ამხელა ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ულტრამდიდარია, დანარჩენები კი დღეში ერთ ფინჯან ბრინჯს სჯერდებიან;  ჩინეთის ე.წ. ეკონომიკური წარმატების მთავარი ფაქტორი ფაქტობრივად უფასო მუშახელია. და ეს არც არის გასაკვირი, ეს მხოლოდ მორიგი დასტური იმისა, რომ სოციალიზმი მონურ შრომაზე დგას და უკიდურესად არაეფექტურია. 

ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები რომ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში არ შეეთრიათ და მათ დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ განვითარება, ისინი ბევრად უფრო წარმატებულები და მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე დღეს არიან. ჩვენ, რუსეთის პატრიოტებს გული გვტკივა და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმის გამო, რომ საბჭოთა რუსეთმა თავის დროზე ეს დანაშაული ჩაიდინა. როდესაც დღეს მოსკოველები და რუსეთის სხვა ქალაქების მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მიგრანტების მოზღვავების გამო, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ჩვენი ყოფილი თანამოქალაქეები არიან – დიდი საბჭოთა იმპერიის ყოფილი თანამოქალაქეები და ეს ჩვენ – საბჭოთა რუსეთმა მივიყვანეთ მათი რესპუბლიკები იმ მდგომარეობამდე, რომ მხოლოდ ნახევრად განვითარდნენ.  ისინი ჩვენთან ერთად ერთ ადგილზე ბუქნაობდნენ 70 წის განმავლობაში და ახლა,,უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში ბევრად გვიან დაიწყეს განვითარება და სწორედ ამის შედეგებს იმკიან. ჩვენი ხელისუფლება კი ამ ეროვნულ რესპუბლიკებს დღემდე საკუთარ ტერიტორიად თვლის და აგრძელებს მათზე ზეწოლას, რუსეთს ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება და ქვეყნები, რომლებიც დღესაც ცდილობენ, ამ მოჯადოებულ წრეს თავი დააღწიონ, გამოძვრენენ საერთო სიღარიბიდან და იღწვიან ევროპისკენ, ჩვენგან საპასუხოდ აგრესიას იღებენ.!

ამით ჩვენ ვარცხვენთ რუსეთს მსოფლიოს მასშტაბით! იმის მაგივრად, რომ მივცეთ მათ დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა, ჩვენ დღემდე ვეუბნებით, „არა, თქვენ ჩვენთან ერთად დაიხრჩობით ამ ჭაობში“... არ უნდა საქართველოს, უკრაინას ჩვენთან ერთად დახრჩობა, მათ საშინელი და სამარცხვინო ერთობლივი წარსულის ერთხელ და სამუდამოდ დავიწყება სურთ! 

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს სამარცხვინო საბჭოთა  წარსული და ამ რეჟიმის თითოეული დანაშაულებრივი ქმედება, რათა ეს არასოდეს აღარ განმეორდეს, და ის, რომ დღევანდელ რუსეთში ამ რეჟიმის რესტავრირებას ცდილობენ, უდიდესი მასშტაბის დანაშაულია რუსი ხალხისა და რუსეთის წინაშე“, აცხადებს ანდრეი მარკოვი.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“