გახარიას თქმით, რეზინის ტყვიების გამოყენების მეთოდი გამოძიების საგანია

შს მინისტრის განცხადებით, აქციის დაშლისას არ გამოყენებულა არც ერთი საშუალება, რაც კანონით არის აკრძალული, ან არ გამოიყენება მსგავსი ღინისძიებებისა, თუმცა მათი გამოყენების წესის შესაძლო დარვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მისი თქმით, პარლამენტზე შეტავის მოგერიება სპეციალური საშუალებების გარეშე ვერ მოხერხდა.

"რაც შეეხება კითხვებს, რატომ იყო განოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, რა თქმიმდევრობით, ეს იმდენად არის დაკავშირებული კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში რა ხდებოდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების საგანი. სხვა ყველაფერი სუბიექტური შეფასებებია. ფაქტია ერთი: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ უფლება, გამოიყენონ ბრძანებით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები – ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და შემდგომ უკვე ჭავლი. ჩვენ იძულებული გავხდით, ეს ყველაფერი გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დამდგარიყო კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტი, ჩვენი მოქალაქეები. ყველაფერი, რაც ამის შემდგ მოხდა, გამოძიების საგანია. პოლიციელებმა კეთილსინდისიერად და ეს იყო ამ პოლიციელების უმრავლესობა, შეასრულეს თავიანთი დავალება. 20:00 საათიდან 24:00 საათამდე ფარებით იგერიებდნენ თავდასხმებს. ამ დროის განმავლობაში კორდორიდან გაიტაცეს 30 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობაც კოლეგებმა არც იცოდნენ, ღამის ორ საათამდე პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია",– განაცხადა მინისტრმა და ასევე აღნიშნა, რომ რთულია გააზრება, რომ ამ სიტუაციაში დაშავდნენ მოქალაქეები.


მინისტრის თქმით, რა მოხდა, ამას შსს საერთასორისო პარტნიორებთან ერთად აანალიზებს,.

"დეტალურად ვსწავლობთ საერთასორისო კოლეგებთან ერთად, რომელთა ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოხდა, ამის გასაანალიზებლად და რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ. რეზინის ტყვიებს ზოგი ეძახის რაკიტისებურს, ზოგი – დათვის. ეს ცინიკური ტყუილია, რომელიც გამომჟღავნდება. გამოძიება ყველაფერს იტყვის, თუმცა ის რეგლამენტები, რომელიც არსებობს რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შეიძლება, გადავხედოთ: რაღაც ამოვიღოთ, ან სეიძლება სხვანაირი პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც საერთასორისო ნორმებს გაითვალისწინებს. მაგრამ ის შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით, ან ახლო მანძილიდან, გამოსაძიებელია და არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან",– განაცხადა გახარიამ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp