შსს–მ შესაძლოა, რეზინის ტყვიებზე უარი თქვას

შს მინისტრ გიორგი გახარია შსს–ს სპეცსაშუალებების არსენალიდან რეზინის ტყვიების ამოღებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ საკითხს სერიოზული შესწავლა სჭირდება. 

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქციის დაშლისას არ ყოფილა გამოყენებული კანონით აკრძალული არც ერთი საშუალება, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების ფორმებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ეს გამოძიების საგანია.  

"ამ ტყვიების გამოყენება პოლიციის მხრისანაც იყო ძალიან მძიმე...რაც სეეხება ამოღებას,  

შესაძლებელია, თუმცა ამას სჭირდება პროფესიული და სერიოზული შესწავლა. ჩევნ მზად ვართ,რომ გარკვეული ტყვიები ავკრძალოთ. მოვიწვევთ უცხოელ კოლეგებს. ამ ტყვიების რეგლამენტირებას ცალკე ბრძანება სჭირდება, რომ პასუხისმგებლობაც კიდევ უფრო გავამკაცროთ...",– განაცხადა შს მინისტრმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"