შსს–ს იდენტიფიცირებული ჰყავს პირები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ"

შსს-ს იდენტიფიცირებული ჰყავს პირები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებას, მათ შორის ფიზიკურ იერიშს ახორციელებდნენ,– ასე უპასუხა შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა გარკვეული პოლიტიკური ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას.

"უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას, უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას იქ, სადაც იქნება შემადგენლობა მოქმედების, რომელიც გადადის კონკრეტულ ქმედებაში. რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ კონკრეტულ ეპიზოდებს კონკრეტული ადამიანებისა, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შსს-ს, რომლებიც მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ და ფიზიკური იერიში მიჰქონდათ."- აღნიშნა შს მინისტრმა.

რაც სეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილს, მინისტრის თქმით, ეს არა მისი, არამედ  ამომრჩევლის ამოცანაა.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი აქეთ მხარეს, ჩემი ამოცანა არ არის, ამომრჩევლის ამოცანაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ამას პასუხს გასცემს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზაციის ხარისხი, მით უფრო მწვავე, მძაფრი და მწარე იქნება ამომრჩევლის პასუხი, რაც ჩვენ რეგიონალურ არჩევნებში უკვე ვნახეთ. ახლა მეორე მხარე, ჩვენს მხარეს, სამართალდამცავი სისტემის მხარეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე არსებობს, რომელსაც იძიებს პროკურატურა. ღიაა ამ გამოძიების კარი. ეს იქნება აბსოლუტურად ტრანსპარანტული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა, რასაც ახორციელებენ.

"თუ ამ დაცვის დროს ჩვენ სისტემურად დავარღვიეთ კანონი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ვაგოთ და არავინ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp