საქსტატი – მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.7% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა. 

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებისა და რესტორნებშის სფეროებში.

ამასთან, საქსტატის წინასწარი შეფასებით, კლების ტენდენცია გრძელდება მშენებლობის, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ქართული ოცნების“ ოფისში ახალგაზრდების გამოჩენისთანავე შუქები ჩააქრეს