"ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ამას ადასატურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე შსს მიერ "ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური". 

ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ის ძალა ლეგიტიმური, რომელიც გამოვიყენეთ. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან, სხვა გზა და არჩევანი არ არსებობდა. ამას ადასატურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი.

რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება. ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება, ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართული არის სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსაფრენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით, მე მსურს, დავუბრუნდე მთავარს, ჩვენ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის ნაწილისგან, იმ ხალხისგან, რომელმაც მოახდინა ამის პროვოცირება, მოახდინა ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის გამოყენება თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის, დღეს ამტკიცებდნენ სრულიად საწინააღმდეგოს. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, არცერთ საერთაშორისო პარტნიორს, შესაბამის კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ არანაირი კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს არის ერთმნიშვნელოვანი." - განაცხადა პრემიერმა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp