გახარია – გავრილოვის მიერ დაანონსებულ ვიზიტზე: "არ შემოვუშვებთ"

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოში არ შემოუშვებს.

“არ შემოვუშვებთ”, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად გავრილოვის საქართველოში შესაძლო ვიზიტზე.

ცნობისთვის:რუსეთის დუმის დეპუტატი, რომლის თბილისში სტუმრობას ქვეყნის საკანონდმებლო ორგანოში პარლამენტის სავარძელში მის ჩაჯდომას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა, საქართველოში ჩამოსვლის სურვილს ისევ გამოთქვამს.

Interfax-ის ინფორმაციით, კომუნისტური პარტიის წევრმა რუსული გამოცემა "Новой газеты"-ს ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის საქართველოში "ხვალვე წავიდოდა’’.

"ძალიან მინდა, მე იქ პირადი გეგმები მაქვს. შემოდგომაზე, როცა სიცხე გადაივლის, ვგეგმავდით საქართველოში ჩასვლას და პილიგრიმობას ჩემს შვილებთან ერთად. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ ბევრი გაიგონ, იმიტომ რომ ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა ჩვენ არ გვაქვს’’- განაცხადა დეპუტატმა.

ამას გარდა, რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე, თბილისში წამოსვლამდე რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, დაველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან“