აბაშიძემ და კარასინმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინს ესაუბრა.

როგორც აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, “ზოგადი განწყობი ასეთია, რომ შეძლებისდაგავარად შევინარჩუნოთ ის პოზიტივი, რაც მხარეებმა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში მიაღწიეს”.

აბაშიძის თქმით, საუბარში აღინიშნა, რომ ამისათვის როგორც რუსული ასევე ქართული მხარეა განწყობილი.

“ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და დააზიანოს უმარავი ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები”, – თქვა აბაშიძემ.

მისივე თქმით, მან დააყენა ენგურის ხიდზე გასასვლელის ჩაკეტვის საკითხი  და ამას ყოვლად მიუღებელი უწოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს