ბათუმში ავტომობილები გაქურდეს

ბათუმში გვიან ღამით ოთხი ავტომობილი გაქურდეს. კრიმინალური ფაქტი ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. ეზოში ჩასულ მეპატრონეებს დილით ავტომანქანებიდან სხვადასხვა აქსესუარი და ავტომობილის ნაწილი მოპარული დახვდათ.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ ავრცელებს.

ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. საქართველოს ​​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp