კადეტებმა პრაქტიკული საველე სწავლება დაასრულეს

პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა პრაქტიკული საველე მეცადინეობა გაიარეს.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ორი კვირის განმავლობაში, სასწავლო გეგმის მიხედვით, ყოველდღიურად ასრულებდნენ სხვადასხვა სირთულის დავალებებს, ამ პერიოდშიო მათ საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკულად გამოეყენებიათ სამხედრო გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნა. 

"საცეცხლე მომზადება, ინდივიდუალური გადაადგილების ხერხები, რეალური იარაღიდან სროლა, მარშირება, აზიმუტით მოძრაობა, რუკაზე ორიენტირება, კომუფლირება, პოზიციების მოწყობა, ნაღმები და დანაღმულ ველზე გადაადგილების ხერხები, პეინტბოლი, კლდეზე ცოცვა - ეს პროგრამით გათვალისწინებული მეცადინეობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კადეტები გადიოდნენ. 

პრაქტიკული საველე მეცადინეობა შემაჯამაებელი ღონისძიებით დასრულდა.  შეხვედრაზე განხილული იქნა თითოეული სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. კადეტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები სწავლებასთან დაკავშირებით. დასასრულს  კადეტები სხვადასხვა აქტივობაში მიღწეული წარამტებისათვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მათ სერტიფიკატები ლიცეუმის დირექტორმა გადასცა და წარმატებები უსურვა.

პრაქტიკულ საველე მეცადინეობაში ჩართული იყვნენ როგორც ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, მეორე ქვეითი ბრიგადის, სპეციალური ოპერაციების ძალების და საინჟინრო საბრძოლო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.  საველე სწავლებას ხელმძღვანელობდა ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი", აცხადებენ უწყებაში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp