რუსმა და ოსმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

1200–მა რუსმა და ოსმა სამხედრომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ერთობლივი წვრთნები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მათ პირობითი მტრის სამეთაურო პუნქტები გაანადგურეს, – იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს–სამსახური. 

მისივე ინფორმაციით, წვრთნებში, რომელიც ძარცემის პოლიგონზე გაიმართა, 200 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იყო გამოყენებული. 

„სამხედროები ახალადაღმოჩენილ სამიზნეებს რეალური დროის რეჟიმში ანადგურებდნენ. სულ 60–ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შესრულდა. მიზანს 25 კმ–ის სიშორეზე  პირობითი მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციებისა და სამხედრო ობიექტების განადგურება წარმოადგენდა“, – იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს–სამსახური. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp