მედია – სოხუმმა ენგურზე გადაადგილების შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დე ფაქტო საზღვარზე, ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა.

როგორც "პირველ არხთან" საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, დღეიდან ენგურის ხიდს დაუბრკოლებლად გადმოკვეთენ 14-წლამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ ადამიანები.

"რაც შეეხება აბიტურიენტებს, 18 წელს ზემოთ ადამიანებს, მათთვის მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა. ამ ცვლილებების შემდეგ ენგურის ხიდით ზუგდიდის რაიონში ოთხი პენსიონერი გადმოვიდა, ასევე ენგურის ხიდზე გადასვლა შეძლო ერთმა აბიტურიენტმა", – იუწყება "პირველი არხი".

იხილეთ ასევე: კრემლის მორიგი სანქცია: სოხუმმა თბილისს დე ფაქტო საზღვარი ჩაუკეტა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა