უკრაინაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, ის საქმიანობას საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს, ხოლო მისი შემცვლელის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

„მოგეხსენებათ, დიპლომატიურ სამსახურში ელჩების დანიშნვა და გათავისუფლება როტაციის პრინციპით ხორციელდება.​ ასე მოხდა გელა დუმბაძის შემთხვევაშიც. სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში – საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე და მას ჩაბარდება ის სფერო, რომელშიც საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. ამის შესახებ ცნობილია თავად გელასთვის და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მასთან კონსულტაციის შედეგად“, – აცხადებენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

გელა დუმბაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უკრაინაში 2017 წლის 15 ივნისს დაინიშნა. 2014-2016 წლებში ის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო