"მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, აბიტურიენტების ნაწილმა მაინც მოახერხა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა"

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა აბიტურიენტების ნაწილმა მაინც მოახერხა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას, რათა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

​„აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს, მინდა ვუთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ინდივიდუალურად, თითოეულისთვის, მათი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმა არ დარჩნენ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება", – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

იხილეთ ასევე: კრემლის მორიგი სანქცია: სოხუმმა თბილისს დე ფაქტო საზღვარი ჩაუკეტა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა