"მინდა, მივმართო რუსეთს, დაგვანებეთ თავი საქართველოსა და უკრაინას"

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მოსკოვს მიმართავს, "დაანებოს თავი საქართველოსა და უკრაინას". 

ამის შესახებ დოლგოვმა "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა. 

„თქვენ შესანიშნავად დაინახეთ, რა რეაქცია ჰქონდა ხალხს, როცა დუმის თავხედი დეპუტატი გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა. მე მინდა, მივმართო რუსეთს, არც საქართველოს და არც უკრაინას თქვენი მეურვეობა არ სჭირდება. თავი დაგვანებეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქმეს და სჯობს, შეგვეშვათ! არ გვჭირდება თქვენნაირი ე.წ. მეგობრები!“, – ამბობს უკრაინელი დიპლომატი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს