დაცვის პოლიციის თანამშრომლები გაიფიცნენ

წითელი ხიდი სარფის მშენებარე ცენტრალური ავტობანის გრიგოლეთი-ჯაპანის მონაკვეთზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც "გურიის მოამბე" იუწყება, 30-მდე ადამიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს.

მათი თქმით, უკვე მეხუთე თვეა, ხელფასები არ აუღიათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დამსაქმებელმა ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა თანხა არ გადაუხადა. 

„აქ აქვთ ბაზა, როგორც გავიგეთ ეს ბაზა რამდენიმე დღეში გადააქვთ და შემდეგ მაგ ხალხს ვინ ნახავს?! ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის გამართვა. დღეს ავტობანზე ტექნიკის გასვლის საშუალება არ მივეცით. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ისე ნუ იზამენ, რომ სხვა რამეში გადაიზარდოს. ახლა ვიღაც გიორგიმ დარეკა და გვითხრა, რომ ხელფასებს დაარიგებს, ორ დღეში გაასწორებს ანგარიშს. ასე ტელეფონით, ვირტუალურად გვესაუბრებიან, მაგრამ რეალობაა სხვა რამ არის. ჩვენთან შეხვედრასაც არ კადრულობენ. ეს ფირმა, „ინტერ სეკურიტი“ არის სოსო ალავიძის და ვიღაც გიორგი კი არ უნდა გვირეკავდეს, არამედ მეპატრონე ჩამოვიდეს და გვითხრას რა ხდება. რატომ არ გვაძლევენ კუთვნილ ხელფასებს“, - აცხადებენე აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ბესიკ აფაქიძე შეხვდა. 

"თუ კანონდარღვევას აქვს ადგილი, მაშინ განცხადებები დაწერეთ და შესაბამისი სამსახურები მოიკვლევენ"-განუცხადა გაფიცულებს აფაქიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp