ტრამპი: „ირანს აშშ–ის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება“

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით,  ირანს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება. 

„თუ ირანი აშშ–ის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ეს უდიდესი შეცდომა იქნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა და გერმანიამ მოაწერეს.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp