"კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხნის ტერიტორიიდან რუსეთის დროშა აიღეს

კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის” განცხადებით, ქარხნის ტერიტორიიდან რუსეთის დროშა აიღეს.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ისევე, როგორც სრულიად საქართველო, გმობს რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც კომპანია აღნიშნავს, წლების განმავლობაში ღვინის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული იყო ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთანაც მათ საქმიანი ურთიერთობები გააჩნდათ:

"რუსეთის საექსპორტო ბაზრებზე, სხვა უამრავი კომპანიის თუ ბიზნესის მსგავსად, კახური ტრადიციული მეღვნეობაც ინარჩუნებს მხოლოდ საქმიან პოზიციებს. თუმცა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გათვალისწინებით, ქარხნის ტერიტორიაზე რუსეთის დროშა აღარ არის აღმართლი”.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმად, “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხანის ტერიტორიაზე რუსეთის დროშა ფრიალებდა,Laboratorium.ge-მ გუშინ გაავრცელა. 

იხლიეთ ასევე: „როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა

ცნობისთვის: რუსეთმა 8 ქართული კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც რუსეთში ღვინის გატანა აუკრძალეს. ეს კომპანიებია: “ბაგრატიონი 1882; “ბოლერო ენდ კომპანი”, “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, “ბადაგონი”, “ქართული ღვინის სახლი”, კორპორაცია “ქართული ღვინო”, “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია” და “ბატონო”.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს