თბილისი დავით–გარეჯის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით–გარეჯის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად/ქედს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე, რაც არანაირად არ ახდენს გავლენას არსებულ „სტატუს ქვოზე.

„აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო სამუშაოები - გარკვეული პაუზის შემდეგ - გაგრძელდა ორმხრივი კომისიის შემადგენლობის განახლებისთანავე და მორიგი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქში, რომელიც ჩატარდა კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში -სრულ შესაბამისობაში საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან.

შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე.

საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი - როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის - წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება ბოლო დღეებში მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ბილიკის გაყვანა, არ შეესაბამება რეალობას; ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად/ქედს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე, რაც არანაირად არ ახდენს გავლენას არსებულ „სტატუს ქვოზე“.

აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს და სოციალურ ქსელებში აქტიურ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო საჯარო განცხადებებისაგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს პროცესი“, – განუცხადეს აქცენტს“ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp