მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს  - POLICE.GE დაემატა სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. 

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

"ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა"- აცხადებენ სამინისტროში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp