ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორბის“ პროგრამის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა გამართეს 

„შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის გადაჭრა, თუ ორიენტირი მხოლოდ ერთი ჩართული მხარის ინტერესებზე იქნება აღებული, რადგნ ვთვლი, რომ მთიანი ყარაბაღის დარეგულირების გზაზე ყველაზე დიდი წინაღობა არის აზერბაიჯანის უარი, ყარაბაღს ესაუბროს. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამ კონფლიქტს სამი მხარე ჰყავს – აზერბაიჯამნი, მთიანი ყარაბაღი და სომხეთი. ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კონფლიქტის გადასაჭრელად  შესაფერისი ჩარჩოები გვქონდეს მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა, სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა.

რაც შეეხება ალიევთან ხანმოკლე შეხვედრას, სომხეთის პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, საუბარი მიმდინარე საკითხებს შეეხებოდა. 

კითხვას, იგეგმება თუ არა ალიევთან მორიგი შეხვედრა, ფაშინიანმა ასე უპასუხა: „მსგავსი გეგმა ჯერ–ჯერობით არ არსებობს, თუმცა დარწმუნებილი ვარ , მოლაპარაკებები გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, მთიანი ყარაბაღი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს, რადგან მის გარეშე კონფლიქტის რეალური მოგვარეა შეუძლებელია“.

 აღსანიშნავია, რომ ფაშინიანმა და ალიევმა მონაწილეობა მიიღეს ვახშამში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის სახელით გაიმართა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე