Amnesty international ევროკავშირს მოუწოდებს, მოსთხოვოს რუსეთს, დაუშვას მისია ცხინვალსა და აფხაზეთში

Amnesty international ევროკავშირს მოუწოდებს, მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროკავშირის სამდაკვირვებლო მისია (EUMM) ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში. ამის შესახებ ორგანიზიაციის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. რეკომენდაციების იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ევროკავშირს ეხება, ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა საქართველოში.

„საერთაშორისო ამნისტია“ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ევროკავშირს, გაეროს, ევროსაბჭოს და ეუთოს მოუწოდებს: გამონახოს ყველა შესაძლებლობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგისთვის, მათ შორის მათ ხელთ არსებული ექსპერტიზითა და სხვა რესურსებით წვლილი შეიტანონ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად და ადამიანის უფლებათა დარღვევების აღსარიცხავად და გამოსაძიებლად.

გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებთან - ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში - გადაიჭრას „ბორდერიზაციითა“ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები“ , - ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა