ფარერის კუნძულები პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის დაიხურა

ატლანტიკური ოკეანეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ვულკანური წარმოშობის კუნძულების – ფარერის ხელისუფლებამ ტურისტების მოზღვავების გამო წელს თავის ტერიტორიაზე შეშვება აკრძალა.  

ამასთან, ფარერის კუნძულებზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად ხელისუფლება მოხალისეებს იხმობს. „დახურულია პროფილაქტიკისთვის, ღიაა მოხალისეებისთვის“, – ნათქვამია ხელისფლების მიერ გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში. 

ამ დროისთვის ხელისუფლებას ათასობით მსურველიდან ასი ჰყავს შერჩეული, რომლებიც 25  სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ, მათი ასაკი 18 –დან 75 წლამდე მერყევობს. ისინი სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 კუნძულზე ჩაატარებენ.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"