აშშ-ის საელჩოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება იმართება

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღება იმართება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი სტუმრებს მასპინძლობს. მათ შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მინისტრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებიან თბილისი პრაიდის ორგანიზატორები გიორგი თაბაგარი და მარიამ კვარაცხელი, საპატრიარქოს წარმომადგენლები – მიტროპოლიტი შიო, მიტროპოლიტი თეოდორე და მთავარეპისკოპოსი იაკობი. 

ცნობისთვის: აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება და ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. თარიღი 1776 წლის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც დიდი ბრიტანეთის კოლონიებმა ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააფორმეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp