თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები შედგა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განხილვის მთავარი თემა,  სირიის ქალაქ იდლიბში ვითარების გამწვავება იყო. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სირიაში მოსკოვისა და ანკარის კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სატელეფონო საუბარი თუქეთის ლიდერის ინიციატივით გაიმართა. მოლაპარაკებები იდლიბში რუსული ავიაციის მიერ ბოლო პერიოდში გახშირებულ საჰაერო იერიშებს მოჰყვა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"