"როგორ შეიძლებოდა, ამხელა კაცს ასე გულუბრყვილოდ დამეჯერებინა"

ენმ–ის წევრ ნიკა მელიას მამა, კარდეოლოგი ანზორ მელია აცხადებს, რომ 2012 წელს "ქართულ ოცნებას" აქტიურად უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვაჟი აღსრულობის ერვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, ეწეოდა აგიტაციას და დღეს იმედგაცრუებულია. 

“ჩემს 200-კაციან კოლექტივს ყოველდღე მოვუწოდებდი, აუცილებლად “ოცნებას” უნდა მივცეთ-მეთქი ხმა. ვამბობდი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ხსნა, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი… ერთი კვირით ადრე გავათავისუფლე თანამშრომლები, რათა სოფლებში მიეცათ ხმა. მაგრად ვიმუშავე… არჩევნების დღეს 08:00 საათზე ავდექი, გავვარდი და ჩიტაძის ქუჩაზე ხმა მივეცი. ნიკას ვუთხარი, დღეს ყველას “დაგერხევათ-მეთქი”, – განაცხადა "რუსთავი 2"–ისთვის მიცემულ ინტერვიუში ანზორ მელიამ.

მისივე თქმით, დღეს უკვე ნანობს “ქართულ ოცნებას” რომ უჭერდა მხარს და მის მდგომარეობას ბევრი ადამიანი იზიარებს: 

“დღეს საკუთარი თავი მეზიზღება: ვამბობ, როგორ შეიძლებოდა, ამხელა კაცს ასე გულუბრყვილოდ დაეჯერებინა ამ ადამიანისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის]  და შვილის წინააღმდეგ გავლაშქრებულიყავი. ჩემს მსგავსად ბევრი ნანობს”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა