რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ მოხსნა

პარლამენტის საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„პირველი დღე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მუდმივმოქმედ კომიტეტზე (ასამბლეის მონაწილე 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ესწრება), ჩვენ მიერ დარეგისტრიტებულმა რეზოლუციამ: “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მიუხედავად რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობისა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო დღეებში საკომიტეტო და პლენარულ სესიებზე გავაგრძელებთ ჩვენი რეზოლუციის განხილვას, რომ ასამბლეის დასრულებისას მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა!“ - წერს ქაცარავ სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა