გიგი უგულავამ საქართველო დატოვა

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებულებმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველო დატოვა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" –ის ინფორმაციით, გიგი უგულავა "ევროპული საქართველოს" წევრებთან ერთად გვიან ღამით გერმანიაში გაემგზავრა და იგი თბილისში კვირას დაბრუნდება.

უგულავას განცხადებით, მზად არის, გამოკითხვაზე საქართველოში დაბრუნებისთანავე მივიდეს, თუმცა ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. 

გიგი უგულავა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ იყო დაბარებული, თუმცა მან უწყება არ ჩაიბარა. 

"გამოძიების მიმართ ნდობა ბუნებრივია, ნულოვანია. შეუძლებელია, ენდო იმ გამოძიებას, რომელიც არც კი ცდილობს, პასუხი გასცეს მაკო გომურს ვინ ესროლა, ადამიანები ვინ დაასახიჩრა. სანამ გახარიაა თანამდებობაზე და სანამ არ გვეცოდინება ჩვენ დეტალები ვინ გასცა ბრძანება, იმ ადამიანების სახელები და გვარი, ვინც ადამიანებს სახეში რეზინის ტყვიები ესროლა, მანამდე ყველა გამოძიება არის ტყუილი და ფარისევლობა", - აცხადებს გიგი უგულავა.

იხილეთ ასევე: შსს უგულავას, ოქრუაშვილსა და ბარამიძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp