რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს "ინტერპოლით" ძებნილი საქართველოს მოქალაქე გადასცეს

რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს "ინტერპოლით" ძებნილი საქართველოს მოქალაქე გადასცეს. სევდინ ბროიანი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით იძებნებოდა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უკვე დაკავებულია ბროიანის დაჯგუფების 21 აქტიური მონაწილე. ამოღებულია იარაღი, მიტაცებული ქონება და დაახლოებით 60 000 ევრო, რომელიც ამ კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდა.

"ინტერპოლის" მოთხოვნის საფუძველზე სევდინ ბროიანი რუსეთში 2018 წლის აპრილში დააკავეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp