The Economist: "ივანიშვილი, რომელიც თავს სააკაშვილის ტირანიისგან გადამრჩენლად წარმოაჩენს, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს"

The Economist საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთი საქართველოს ეთამაშება“.

“გასული ორი კვირის განმავლობაში "ქართული ოცნება" კოშმარად იქცა. ბატონი გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სკამზე ნახვამ ქართველების პროტესტი გამოიწვია“, - წერს გამოცემა. 

The Economist 20 ივნისის აქციის დაშლაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ბატონი ივანიშვილი, რომელიც საკუთარ თავს სააკაშვილის ტირანიისგან გადამრჩენლად წარმოაჩენს, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს“.

პუბლიკაციაში ასევე წერია, რომ შვიდი წლის წინ ოლიგარქის ოცნება ახდა და ბიძინა ივანიშვილმა, ჩრდილოვანმა ქართველმა მაგნატმა, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა, მშობლიურ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა. 

„მიხეილ სააკაშვილი, პროდასავლური მოდერნიზატორი, რომელსაც ოდესღაც ივანიშვილის მხარდაჭერა ჰქონდა, გაძევებული იყო ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან“, – წერს გამოცემა. 

გამოცემა ანაკლიის პორტზეც ამახვილებს ყურადღებას:

“ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ სცადა ძირი გამოეთხარა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გეგმისთვის, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს და რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკა და ევროპა. კრემლმა ის დააჯილდოვა პროპაგანდის შემცირებითა და ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნით. ბატონი ივანიშვილი ცდილობდა დაემშვიდებინა რუსეთი ანაკლიის გეგმის პროექტში ჩინეთის ჩართულობის მხარდაჭერით და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ქართველ ფინანსისტებზე თავდასხმით, მაგრამ ამან თავის მხრივ, შეაშფოთა ამერიკელები“, - წერს გამოცემა და მაიკ პომპეოს განცხადება მოჰყავს, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი საქართველოს მეგობრები არ არიან და მის ინტერესებს არ ემსახურებიან.

„პუტინმა შეიძლება დაამტკიცოს, რომ პომპეო მართალი იყო“, - წერს გამოცემა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp