შეკვეთილში ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთ–ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს და შემდეგ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან გაშლილ კარავში რამდენიმე ადამიანი მე-11 დღეა, შიმშილობს. ასევე პერიოდულად იმართება აქციები. აქციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი