მელიორაციაში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ

საქართველოს მელიორაციაში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა  შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მოწვეულები იყვნენ აკრედიტებული საექსპერტო კომპანიების წარმომადგენლები.

ქვეყნის სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, ამიტომ დღის წესრიგში დადგა მიმდინარე და შესრულებული  სამუშაოების ეფექტური კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც შპს „საქართველოს მელიორაციას“ საშუალებას მისცემს ოპერატიულად და რაც მთავარია ეფექტურად და ობიექტურად განახორციელოს მშენებლობის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მყისიერი რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.

საექსპერტო კომპანიებთან გამართული დისკუსიისა და აზრთა გაცვლის შემდგომ გამოიკვეთა რიგი საკითხები ტექნიკური პირობების, კომპანიების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის დეტალური შესწავლის შემდეგ ზედამხედველობის შესყიდვის ორ საპილოტე პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს