"დავით–გარეჯის საკითხზე ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გარკვეული პერიოდით გადაიწია"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით–გარეჯის საკითხზე ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გარკვეული პერიოდით გადაიწია.

"ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან. საორგანიზაციო ტექნიკური სამუშაოების გამო გარკვეული პერიოდით გადაიწია, მაგრამ აუცილებლად შედგება ექსპერტთა დონეზე შეხვედრა, როგორც იყო მოლაპარაკებული პირველი რაუნდის შეხვედრის დროს. ექსპერტთა შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება მეორე რაუნდი. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ჩვენს კოლეგებთან თარიღებზე შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესაც კი გაიმართოს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ორმხრივი შეთანხმებაა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა