ქარელის ვიცე-მერმა, რომელმაც ძამას ხეობაში აჭარლების დისკრიმინაციაზე ისაუბრა, თანამდებობა დატოვა

ქარელის ვიცე-მერმა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძამას ხეობაში აჭარლების რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ისაუბრა, თანამდებობა დატოვა.

როგორც ქარელის მერიაში აცხადებენ, დაბრუნდაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ცნობისთვის: პირველ ივლისს დაბრუნდაშვილმა “ქართლის სტუდიაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ სასულიერი პირების მხრიდან რელიგიური ნიშნით შევიწროების გამო ძამას ხეობის სოფელ გვერძინეთს იქ ჩასახლებული აჭარლები ტოვებენ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp