რუსთაველი, დღე მეთექვსმეტე: დღეს სცენა პოეტებსა და მწერლებს დაეთმობა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. მომიტინგეები შს მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, არც ისინი დაიშლებიან.

„ყელში ამოგიყვანთ ყევლაფერს, საჭმელს ვერ შეჭამთ უჩვენოდ. როცა საჭმელად წახვალთ, ჩვენ იქ დაგვხვდებით. ჩვენ ყველგან ვართ, სადაც თქვენ ხართ და იქნებით“, – მიმართა ხელისუფლებას  დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროტესტში ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, ფონდებს, არტისტებს ჩართავენ.

დღეს აქციაზე სცენა პოეტებსა და მწერლებს დაეთმობა. შაბათს კი, ორგანიზატორების ინფორმაციით, თავისუფლების მარში გაიმართება.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პროკურატურისადმი ნდობის თვალსაზრისით ქართველ მინისტრებს განსხვავებული პოზიცია აქვთ