"დავით–გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტები საველე სამუშაოებს სავარაუდოდ, 2-3 კვირაში დაიწყებენ"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დავით–გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტები საველე სამუშაოებს სავარაუდოდ, 2-3 კვირაში დაიწყებენ.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიმდინარეობს იმ მონაკვეთების დაზუსტება, რომლებზეც უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, როგორც კი ექსპერტული მასალები იქნება მზად, დაუყოვნებლივ დაიგეგმება შეხვედრა მხარეებს შორის, რათა ამ მასალების განხილვა მოხდეს.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp